ახალი ამბები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა წინასწარ გავრცელებული ტესტებით

9 ნოემბერი, 2013 •
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა წინასწარ გავრცელებული ტესტებით

უფრო კონკრეტულად კი, ტესტებში შესული დავალებები ემთხვევა დღეს ოლიმპიადაზე გატანილ ტესტურ დავალებებს, თუმცა წინასწარ გავრცელებული ტესტები არ არის სრულოფილი და მხოლოდ დავალებების ნაწილი გავრცელდა. 9 ნოემბერს ოლიმპიადა მათემატიკის გამოცდით დაიწყო. 

 

“გუშინ აიტვირთა ტესტები Dropbox-ზე, უშუალოდ რა წყაროდან გავრცელდა ტესტები, ვერ მოგახსენებთ. ოლიმპიადის ჩატარების წესის მიხედვით, მოგეხსენებათ, ოლიმპიადა ტარდება 3 ეტაპად- პირველ ეტაპს ატარებს სკოლა, მეორე და მესამე ეტაპს გამოცდების ეროვნული ცენტრი, პირველ ეტაპზე გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაწილეობა გამოიხატება იმაში, რომ 3 დღით ადრე ტესტებს ვაწვდით რესურს ცენტრებს, შემდეგ ისინი ტესტებს აწვდიან სკოლებს, რომლებიც ატარებენ გამოცდას, ასწორებენ კიდევაც და შემდეგ უკვე შედეგებს გვაწვდიან ჩვენ. იმ ნუსხას ვინც მეორე ეტაპზე გავიდა. ამ საფეზურებზე ტესტების დაცვა, არის სწორედ სკოლის და რესურს–ცენტრის კომპეტენცია, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს მექანიზმი რომ ვაკონტროლოთ ტესტების მიმოქცევა, მას შემდეგ რაც ტესტი დატოვებს გამოცდების ეროვნულ ცენტრს”.– განუცხადა “ნეტგაზეთს” ივა მინდაძემ.  

 

მისივე თქმით, ტესტების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა რესურს ცენტრებსა და სკოლას ეკისრება, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ, საერთო ჯამში, მომხდარი განათლების სისტემის პასუხისმგებლობაა:

 

“უშუალოდ ვისგან გავიდა ტესტები და ვინ იყო ის არაკეთილსინდისიერი ადამიანი, ამის მოკვლევის ჩვენ არც კომპეტენცია გვაქვს არც შესაძლებლობა, მაგრამ იმედია, რომ დაიწყება, თუ დაწყებული არ არის. ვინ არის სათანადო უწყება ჩემთვის ძნელი სათქმელია, ან გენერალური ინსპექცია, ან სხვა უწყება”

 

ივა მინდაძის განცხადებით, სამინისტროში განიხილება სხვადასხვა ვარიანტი, თუ როგორ უნდა მოხდეს სამომავლოდ ტესტების გავრცელების პრევენცია. “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, თუ რატომ არ გადაიდო ოლიმპიადა ტესტების გავრცელები გამო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ გვიპასუხა:

 

” რა შეიძლება მოხდეს ყველაზე ცუდი? რომ მეორე ეტაპზე გადმოვიდეს, არამხოლოდ ის ვინც თავის ცოდნით დაიმსახურა გადმოსვლა, ასევე ის ვინც არ იმსახურებდა. ეს ნამდვილად ცუდია. შემდეგი ეტაპია მეორე და მესამე ტური, ის ვისი ცოდნაც არ შეესაბამება მეორე და მესამე ტურს, ვერ გადმოვა შემდეგ საფეხურზე. გადმოსული მოსწავლე ზიანს არ აყენებს, იმ მოსწავლეს, რომელიც სამართლიანად გადმოვიდა მეორე ტურში, რადგან არ არის შეზღუდული ადგილები რაოდენობა. ცხადია, რომ ცუდია, ვიღაც დაუმსახურებლად გადმოვიდა, მაგრამ ამის გამო ღირს თუ არა მთლიანად პროცესისი ჩაშლა, იმათთვის ვინც დამსახურებულად გადავიდა, თან რამდენად გავრცელებული იყო ჩემთვის ძნელი სათქმელია”– ამბობს ის. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ 8 ნოემბერს Dropbox-ზე სხვადასხვა კლაისი მიხედვით, მათემატიკისა, ბიოლოგიის, რუსული და ინგლისური ენის ტესტები აიტვირთა, ტესტების ნიმუშები, კი იმ დავალებებს ემთხვევა, რომელიც დღეს დაწყებულ სასკოკლო ოლიმპიადაზე იყენებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი