ახალი ამბებიგართობა

ჰაბლის ტელესკოპის გადაღებული შთამბეჭდავი ფოტოები 28-ე დაბადების დღის აღსანიშნად

24 აპრილი, 2018 • 4852
ჰაბლის ტელესკოპის გადაღებული შთამბეჭდავი ფოტოები 28-ე დაბადების დღის აღსანიშნად

2018 წლის 24 აპრილს 28 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც NASA-მ კოსმოსური ტელესკოპი ჰაბლი ორბიტაზე გაუშვა. ჰაბლმა კოსმოსიდან პირველი ფოტო მალევე, 1990 წლის 20 მაისს გამოგზავნა და მას შემდეგ დედამიწაზე კვირაში 150 GB ინფორმაციას გზავნის, რაც მეცნიერებს კოსმოსის შესწავლაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

ჰაბლის ტელესკოპი. ფოტო: NASA

როგოც NASA ასცხადებს, ჰაბლის ტელესკოპის 28-ე დაბადების დღის აღსანიშნად გადაიღეს ლაგუნის ნისლეულის ფოტოები.

ქვემოთ მოცემული მარცხნივ მდებარე ფოტო გარფიკულად არის დამუშავებული, რათა ადამიანის თვალისთვის უკეთ აღსაქმელი იყოს. რაც შეეხება მარჯვენა ფოტოს, ის ინფრაწითელი განათებითაა გადაღებული და მეცნიერებს აძლევს საშუალებას, ნისლისა და მტვრის ფენების მიღმა არსებული ობიექტები დაინახონ.

ლაგუნის ნისლეული. ფოტო NASA

გრაფიკულად დამუშავებულ ფერად ფოტოზე ჩანს ლაგუნის ნისლეულში რადიაციული მტვრის, გაზებისგან და კოსმოსური ქარებისგან წარმოქმნილი მთები და ღრმულები. ცენტრში კი აღბეჭდილია მზეზე 200 000-ჯერ კაშკაშა და 32-ჯერ დიდი ზომის ვარსკვლავი Herschel 36. კოსმოსური სტანდარტით, აღნიშნული ვარსკვლავი ახალგაზრდად ითვლება, რადგან  სულ რაღაც ერთი მილიონი წლის წინ შეიქმნა.

ლაგუნის ნისლეული ვარსკვლავთწარმომქმნელი გიგანტური კოსმოსური ღრუბელია, რომელიც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში აღმოაჩინეს.

აღნიშნულ ვიდეოზე ლაგუნის ნისლეული სხვა რაკურსითაც არის აღბეჭდილი. ეს ფოტოებიც ჰაბლით არის გადაღებული.

ჰაბლის ტელესკოპი 13,3 მეტრის სიგრძისაა და თითქმის 11 ტონას იწონის, მუშაობისთვის საჭირო ენერგიას კი მზის პანელებით იღებს. ამ ტელესკოპს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს კოსმოსის შესწავლის საქმეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი