ამის შესახებ გაბაშვილმა ტელეკომოანია “რუსთავი2” –ის გადაცემა პოზიციაში გააკეთა.
“საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2012 წელს იყო 5 500 დოლარი. 2003 წელს ეს მაჩვენებელი იყო 700 დოლარი. ზრდა ხდებოდა წლიურად 5–7 პროცენტით. ეს იყო ზრდის მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკის ყველა სტანდარტით. ამას ნეისმიერი ეკონომიკური ექსპერტი დაადასტურებს. იმ კონდიციში, რაშიც ჩვენ ვართ, ხალხს ძალიან უჭირს. დღეს უფრო უჭირს ხალხს ეკონომიკურად, ვიდრე უჭირდა ერთი წლის წინ. ეკონომიკა არის შეჩერებული.”
გიორგი გაბაშვილის პროგნოზით, 2013 წლის ბიუჯეტს 1 მილიარდი ლარი დააკლდება:”მილიარდი ლარის დანაკლისი იქნება ბიუჯეტში. ეს იქნება შეჩერებული პროექტები, ის 100 საწარმო, დაპირებები, პენსიის ზრდა 230 ლარამდე. 90–მდე დაპირება გვახსოვს “ქართული ოცნების”, რომლიდანაც არ შესრულდა არც ერთი. საქართველოს ეკონომიკა ვითარდება ძალიან ცუდი მიმართულებით. თუ ხელისუფლების პოზიცია იქნა ისეთი, რომ ყველაფერი კარგად არის, მდგომარეობა გაუარესდება”.