ამის შესახებ სერგო რატიანმა ინგა გრიგოლიას თოქ–შოუ „დიდ პოლიტიკაში“ განაცხადა. რატიანის შეფასებით საქართველოში ოლიგარქიული მმართველობაა, რაც ქვეყანას პრობლემებს შეუქმნის:
“მიხეილ სააკაშვილის 10–წლიანი მმართველობის პერიოდში პრემიერებს და ეკონომიკურ ზრდას რომ გადავხედოთ, ივანიშვილი ყველაზე წარუმატებელი პრემიერია. ის მოვიდა და ბიუჯეტში კლების გარდა ქვეყანას კარგი არაფერი შემატებია… გარდა ამისა, პრობლემა არის ის, რომ ადამიანი, რომელსაც გავლენა აქვს და რომელიც შეზრდილია ხელისუფლებაში, ეს მეტი კი არაფერია, თუ არა ოლიგარქია! ჩვენ გვაქვს ოლიგარქიული მმართველობა და სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით“.