ორივე კომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დღეს მიმართა. დღევანდელ სხდომაზე ნუმერაციის რესურს 118 09-სთან დაკავშირებით კომისიამ ორი გადაწყვეტილება მიიღო.
პირველის გადაწყვეტილებით, კომისიამ სს ”ინფოჯორჯია XXI”-ის მოთხოვნა ნუმერაციის რესურსის დათმობის თაობაზე დააკმაყოფილა, ხოლო მეორე გადაწყვეტილებით, შპს ”09.tech”-ს ნუმერაციის რესურსი 118 09 სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განსახორციელებლად მიენიჭა.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განცხადებით, 118 09-ის გამოყენებით საზოგადოება იმავე მომსახურებას მიიღებს, თუმცა მომსახურების გამწევი იურიდიული პირი ნაცვლად სს ”ინფოჯორჯია XXI”-სა შპს ”09.tech” იქნება.
კომისიის გადაწყვეტილებით, შპს ”09.tech” ვალდებული ხდება სატელეფონო საინფორმაციო-საცნობარო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო ენაზე. კომპანია უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას და მომსახურების საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული.
კომისიის პრესსამსახურს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზეზით დათმო “ინფოჯორჯია XXI”-მ ნუმერაციის რესურსი. “ნეტგაზეთი” “ინფოჯორჯია XXI”-ის გენერალურ დირექტორ რატი გოგიჩაიშვილს დაუკავშიდა, რომელმაც ამ ეტაპზე ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა.