ახალი ამბები

ღარიბაშვილი ნაციონალებს: ოდეერებზე შეკითხვას თქვენგან არ მივიღებ

19 ნოემბერი, 2013 •
ღარიბაშვილი ნაციონალებს: ოდეერებზე შეკითხვას თქვენგან არ მივიღებ

გიორგი კანდელაკის კითხვაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შს სამინისტროს წარმომადგენლის, ე.წ. ოდეერის, ირაკლი ციბაძის მუდმივად ყოფნის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს:

 

“ნამდვილად არ ვიცნობ მას. მინდა კიდევ ერთხელ ვაჩვენო საზოგადოებას, როგორი უსამართლოები ხართ თქვენ. წლების განმავლობაში კარგად იცოდით, რომელი ოდეერი რომელ სამინისტროში იყო, რას საქმიანობდა, რა დავალებებს ასრულებდა და ა.შ. არასოდეს გაგჩენიათ შეკითხვა და ვერც გაბედავდით, ჩემი წინამორბედისთვის გეკითხათ, თუ რატომ არსებობს სხვადასხვა სამინისტროში ოდეერები. არ გაგცემთ პასუხს ამ შეკითხვაზე. არ მივიღებ ამ შეკითხვას თქვენგან, შეგეძლოთ ეს 9 წლის განმავლობაში გეკითხათ,”- განაცხადა ღარიბაშვილმა. 


ე.წ. ოდეერების შესახებ პირველად არასამთავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” გააკეთა განცხადება. მოგვიანებით, მათი არსებობა არც ბიძინა ივანიშვილმა უარყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი