ახალი ამბები

CDI: “ნეტგაზეთი” მაღალ დონეზე იცავს ეთიკის ნორმებს და ჟურნალისტურ სტანდარტებს

8 ნოემბერი, 2013 •
CDI: “ნეტგაზეთი” მაღალ დონეზე იცავს ეთიკის ნორმებს და ჟურნალისტურ სტანდარტებს

მონიტორინგიში ჩართული ორგანიზაციების განცხადებით, ძირითადი პრობლემა, რაც ყველა ტიპის მედიასაშუალებასთან მიმართებაში გამოიკვეთა, არის ის, რომ მედია აშუქებდა მოვლენებს მშრალად და მოვლენებისადმი მიდგომა იყო ნაკლებად სიღრმისეული და კრიტიკული. თუმცა შედეგების თანახმად netgazeti.ge- როგორც მონიტორინგის პერიოდში, ასევე მოცემულ პერიოდშიც- საკმაოდ კრიტიკული და სიღრმისეული სტატიებით გამოირჩევა:

 

“საკითხების მიმართ კრიტიკული მიდგომის მიუხედავად ვებგვერდი ახერხებს შესაბამისი ბალანსის დაცვას პოლიტიკურ ძალებს შორის და, საერთო ჯამში, საკმაოდ მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მაღალ დონეზეა დაცული ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. მაღალ დონეზეა დაცული ინფორმაციის წყაროთა ბალანსი და ცალკეულ სტატიებში ხშირად ვხვდებით განსხვავებულ და საპირისპირო მოსაზრებებს”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

მონიტორინგის თანახმად, ვებგვერდზე ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (30%) პრეზიდენტის (14%) და პრემიერ–მინისტრის (14%) საქმიანობა გაშუქდა. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის კი ყველაზე ინტენსიურად შუქდებოდა გიორგი მარგველაშვილი (7%), ნინო ბურჯანაძე (5%) და გიორგი თარგამაძე (2%). დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი რომელიმე სუბიექტის მიმართ ვებგვერდზე არ დაფიქსირებულა.

 

“მონიტორინგის თანახმად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ netgazeti.ge საკმაოდ მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ ვებგვერდი გამოირჩევა საკითხების სიღრმისეული გაშუქებით და საკითხისადმი კრიტიკული მიდგომით”, – ნათქვამია ანგარიშში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი