ახალი ამბები

ანონსი – 8 ნოემბერი

7 ნოემბერი, 2013 •
ანონსი – 8 ნოემბერი

10:30 – საია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სავარაუდოდ, პოლიციელის მიერ ვასილ ლომსაძის ფიზიკური დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

საიას ოფისი, ჯ.კახიძის (ყოფილი კრილოვის) #15.

 

11:00-12:30 – საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია 

სასტუმრო თბილისი მერიოტი, თამარ მეფის დარბაზი

 

12:00 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შოთა მურღულია მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას გამართავს. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო          

12:00 – 14:00 – გიორგი მარგველაშვილი იტალიის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის ელჩებს შეხვდება. 

რუსთაველის გამზირი #13, სასტუმრო „თბილისი მერიოტი“, მეფე დავით აღმაშენებლის დარბაზი

მასალების გადაბეჭდვის წესი