ახალი ამბები

სააკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

7 ნოემბერი, 2013 •
სააკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

„საქართველო უფრო მოკრძალებულ ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ვიდრე ვვარაუდობდით, მაგრამ ეს მაინც იქნება პროგრესი და ჩვენ ამის ალტერნატივა არ გაგვაჩნია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება მტკიცე პრინციპებზე და ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი. მაგალითად, ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ისევ პატიმრობაში, სრულ იზოლაციაში იმყოფება. თქვენ ხედავთ, რომ პრობლემაა უკრაინაშიც, სადაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასევე პატიმრობაშია. როდესაც ჩვენც გადავალთ უკრაინის ეტაპზე, შესაძლოა, იმავე პრობლემებს შევეჩეხოთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კანონის უზენაესობის დაცვის შედეგად, უკეთესი ინსტიტუციებითა და ევროპასთან ერთად ამას თავიდან ავირიდებთ.

 

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, პირველი დროშა, რომელიც მე აღვმართე, იყო ევროკავშირის დროშა. მაშინ ეს არავინ მიიღო სერიოზულად, ახლა კი ამ საკითხს ყველა დიდი სერიოზულობით ეკიდება. ჩვენ უკვე ბევრად ახლოს ვართ ბრიუსელთან, ვიდრე ადრე. ეს ჩემთვის კარგი მომენტია შეჯამებისთვის, და ასევე, პარალელური ვიზიტი. მოხარული ვარ ასეთი მეგობრული და სასიამოვნო საუბრისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.

 

ერმან ვან რომპუი და მიხეილ სააკაშვილი
ერმან ვან რომპუი და მიხეილ სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი