ახალი ამბები

GNCC-ს თავმჯდომარემ პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

7 ნოემბერი, 2013 • • 1112
GNCC-ს თავმჯდომარემ პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

როგორც GNCC–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილი აცხადებს, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, მას პარლამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება გააჩნია:

 

კარლო კვიტაიშვილი
კარლო კვიტაიშვილი

ბატონი კარლო კვიტაიშვილი მიიჩნევს, რომ მას ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს და მისი იმპიჩმენტი არ უნდა მომხდარიყო. მისი თქმით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში, რომლითაც ის ამ თანამდებობაზე დაინიშნა, აკრძალვა არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიის წევრობაზე. ის იყო საარჩევნო კომისიაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და არ ყოფილა ამ პარტიის წევრი, კანონში კი წარმომადგენლობაზე არაფერი არ არის ნათქვამი”, – აცხადებს ხატია ყურაშვილი.


კარლო კვიტაიშვილის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი გოჩა სვანიძე დაიცავს.


პარლამენტმა კარლო კვიტაიშვილის იმპიჩმენტის საკითხი 1 ნოემბერს განიხილა, დეპუტეტებმა 94 ხმით 0-ის წინააღმდეგ მის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი