ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი კბილაშვილს “რთულ პერიოდში გაწეული სამუშაოს გამო” მადლობას უხდის

7 ნოემბერი, 2013 •
დავით უსუფაშვილი კბილაშვილს “რთულ პერიოდში გაწეული სამუშაოს გამო” მადლობას უხდის

 

“ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა დროებითია. ეს ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რადგან თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, ვინც სახელმწიფო თანამდებობაზე ვართ, შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა გადავწყვიტოთ პოზიციის, სტატუსის და ასე შემდეგ შეცვლა. არჩილ კბილაშვილს მე სტუდენტობიდან ვიცნობ. ის იყო თავისუფალი ადამიანი, თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი და ძალიან წარმატებულად მიყვებოდა ადვოკატურას. საკმაოდ რთულია ახალ ამპლუაში გადასვლა. მეც გამიჭირდა არასამთავრობო სექტორიდან პოლიტიკაში შემოსვლა და ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდები ჩემთვის ყველაზე უფრო კომფორტულ ადგილს, მაგალითად უნივერსიტეტს”, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ამის გაკეთებას იგი აუცილებლად აპირებს, თუმცა არა ხვალ და ზეგ.

 

“არჩილ კბილაშვილი სადაც არ უნდა მოღვაწოებდეს, პროკურორად თუ კანონმდებელად, ის  თავისი საქმის პროფესიონალი და ერთგული იქნება. იგი წესიერი ადამიანია, ქვეყნისთვის გულანთებული”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი