ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, ყალბი ინვოისის საფუძველზე, საქონლის განბაჟებაში დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, მეწარმისგან ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *