ახალი ამბები

პეტიცია პატრიარქს არქიმანდრიტი ბართლომეს წინააღმდეგ ზომების მისაღებად

6 ნოემბერი, 2013 •
პეტიცია პატრიარქს არქიმანდრიტი ბართლომეს წინააღმდეგ ზომების მისაღებად

პატრიარქისადმი მიმართვაში წერია, რომ “არქიმანდრიტი ბართლომე თავისი “მოღვაწეობით”, ნებსით თუ უნებლიეთ, დისკრედიტაციას უწევს დედა ეკლესიას და თავისი დესტრუქციული და ღვთისმსახურისათვის შეუფერებელი ქმედებებით აზიანებს მას. მისი პოლიტიკური შფასებები და პოზიციები, ასევე გამონათქვამები, რაც გახმოვანებულია არაერთგზის მის მიერ საჯარო სივრცეში დიდ შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში. სასულიერო პირი, რომლისთვისაც მთავრი იარაღი წყევლაა და არა სიყვარული და შემწყნარებლობა, შორსაა ჭეშმარიტი ღვთისმსახურებისაგან, – ქრისტეს მსახურებისაგან, რაც ჩვენზე მეტად მოგეხსენებათ. გვინდა იცოდეთ, რომ ამ სასულიერო პირის მსოფლმხედველობა და საქმიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული “ქართული ოცნების” პოლიტიკურ იდეალებთან, რაც ყოვლად დაუშვებელია სასულიერო პირისთვის. მისი რიტორიკა სიძულვილს და ბოროტებას თესავს საზოგადოებაში, რაც ასევე დაუშვებელია ასეთი მაღალი ხარისხის მქონე სასულიერო პირის მხრიდან. ყოველივე ზემოთ ქმულიდან გამომდინარე, ვითხოვთ თქვენგან ამ ფაქტებზე შესაბამის რეაგირებას, ასევე მოვითხოვთ შეწყვიტოს არქიმანდრიტმა ბართლომემ საჯარო სივრცეში ბოროტებისა და სიძულვილის ქადაგება. სხვა შემთხვევაში იძულებული გავხდებით მივმართოთ სასამართლოს.”


სოციალურ ქსელში სასულიერო პირმა, ბართლომე ფირცხალაშვილმა დღეს, 6 ნოემბერს დაწერა:  “წყეული იყოს მიშა სააკაშვილი და მისი ხროვა! მისთვის მზე დაბნელდეს, მთვარემ ნათელი არ მისცეს, მიწის ნაყოფი შხამად შეერგის, წყალი გამწარდეს, მარილი განქარდეს და ჰაერი მავნებელ იქმნას! ამინ!” 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი