ახალი ამბები

საქართველოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოქალაქეები

6 ნოემბერი, 2013 •
საქართველოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოქალაქეები

შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, 18 892-დან 4 640 ოჯახის ყოველწლიური შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტია, დანარჩენის – 40 ათასიდან -100 ათას ლარამდე.

 

ფიზიკური პირი (მათ შორის მეწარმე ფიზიკური პირი) ქონების გადასახადის გადამხდელია, თუ საქართველოს ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების მფლობელია და ამ პირის ოჯახის წინა წლის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს. 


ფიზიკური პირის ოჯახის წევრებში, კანონმდებლობით, იგულისხმება თვითონ პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი; აგრეთვე, პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.


“გადასახადის გადამხდელი თავად უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.” 


ფიზიკურმა პირმა ქონების გადასახადის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის 1 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის წარდგენა დაგვიანებით მოხდა, ჯარიმის ოდენობა მინიმუმ 200 ლარს შეადგენს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი