ახალი ამბები

სააკაშვილი ვილნიუსის სამიტს არ დაესწრება

6 ნოემბერი, 2013 •
სააკაშვილი ვილნიუსის სამიტს არ დაესწრება

“ძალიან მიხარია რომ უცხოელი დიპლომატები აქ ხართ, ჩვენ ბევრი რამე შევძელით ერთად, ჩვენ ვილნიუსის სამიტზე მივდივართ ერთად და ჩვენ გვინდა რომ იქ პირველი ნაბიჯი გადავდგათ, უფრო მოკრძალებული ვიდრე ვვარაუდობდით, მაგრამ მაინც გადავდგათ ევროკავშირისკენ. მინდა თითოეულ მათგანს ვუთხრა დიდი მადლობა ამ დიდი ძალისხმევისთვის რომელიც ერთად გავწიეთ წინა წლების განმავლობაში”, – განაცხადა პრეზიდენტმა შეხვედრაზე. მოგვიანებით პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ ის ვილნიუსის სამიტზე არ მიდის და განცხადებაში მოიაზრა ქვეყნის სამიტზე წასვლა:

 

“არა, ვილნიუსის სამიტზე ალბათ წავა საქართველოს ახალი პრეზიდენტი, ეს ჩემი ფუნქცია არ იქნება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი