ახალი ამბები

ჰოკეის ეროვნული ლიგა ყველანაირ კავშირს წყვეტს რუსეთთან

1 მარტი, 2022 • 1191
ჰოკეის ეროვნული ლიგა ყველანაირ კავშირს წყვეტს რუსეთთან

ჰოკეის ეროვნული ლიგა (NHL), – ჩრდ. ამერიკის ყინულის ჰოკეის ლიგა, – იუწყება, რომ ყველანაირ საქმიან ურთიერთობას წყვეტს რუსეთის ფედერაციასთან.

28 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში NHL წერს, რომ გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას და მოუწოდებს მას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ.

თანამშრომლობის შეწყვეტასთან ერთად, NHL აჩერებს სოცმედიის რუსულენოვან საიტებს; ასევე, უარს ამბობს რუსეთის ფედერაციაში რაიმე ღონისძიების ან მატჩის ჩატარებაზე.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის, ასევე ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს და კლუბებს მის ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობას უკრძალავს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი