ახალი ამბები

თბილისი დე ფაქტო რეჟიმებთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას არ აპირებს

6 ნოემბერი, 2013 •
თბილისი დე ფაქტო რეჟიმებთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას არ აპირებს

“ეს საკითხი არც განიხილება. საქართველოს იურიდიულად აქვს გაცხადებული ვალდებულება ძალის არგამოყენებაზე და ჩვენ ოკუპირებულ რეგიონებთან რაიმე სახის დოკუმენტზე ხელმოწერას არ ვაპირებთ. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ უპასუხოს საართველოს გაცხადებულ ვალდებულებას”, – განაცხადა ზალკალიანმა ჟენევის დისკუსიების დაწყების წინ.

 

“რუსეთის ფედერაციისაგან ველოდებით ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივი ვალდებულების აღებას, რაც საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს”, – აღნიშნა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა.

 

ჟენევაში მყოფი ქართული დელეგაცია აცხადებს, რომ მიმდინარე რაუნდის განმავლობაში ისინი მოლაპარაკებებზე გამყოფ ზოლთან განვითარებული მოვლენების და მავთულხლართების საკთხს დააყენებენ. გარდა ამისა, რუსეთისგან მოითხოვენ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებას. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი კი ამბობს, რომ რუსეთი 2008 წლის ომში კონფლიქტის მონაწილე მხარე არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც ასეთ ვალდებულებას აიღებს. იგი ქართულ მხარეს ზემოხსენებული შინაარსის ხელშეკრულების გაფორმებისაკენ ცხინვალთან და სოხუმთან დადებას ურჩევს.

 

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა “რია ნოვოსტისთან” საუბარში აცხადებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ შესაძლოა შეთანხმებას მიაღწიონ. ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი კი 17–18 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

 

მიმდინარე რაუნდზე ჩვენ განვიხილავთ ერთობლივ განცხადებას. ამას მიეძღვნება შეხვედრა. განვიხილავთ ყველა “დადებითს” და “უარყოფითს”. თუ ყველაფერი კარგად იქნება, მას უკვე შემდეგ სესიაზე მივიღებთ – 17–18 დეკემბერს”, – განაცხადა ჩირიკბამამ, რია ნოვოსტის ინფორმაციით.

მასალების გადაბეჭდვის წესი