ახალი ამბები

კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დავაკავეთ – შსს

19 აპრილი, 2018 • 1597
კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დავაკავეთ – შსს

ევროპოლთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და სიღნაღში კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული დ.ჭ, 1973 წელს დაბადებული გ.ბ, 1993 წელს დაბაბდებული კ.ბ.

შსს აცხადებს, რომ დაკავებულებს აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ “კანონიერ ქურდებთან” და მათგან დავალებებს იღებდნენ.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებმა ე.წ. ქურდული გარჩევა მოუწყვეს ერთ-ერთ მოქალაქეს და მას 60 ათასი ლარის გადახდას სთხოვდნენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი