ახალი ამბები

ვიდეოკონტროლი თბილისის სამარშრუტო ტაქსებში

6 ნოემბერი, 2013 •
ვიდეოკონტროლი თბილისის სამარშრუტო ტაქსებში

როგორც “თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ვიდეო-სათვალთვალო კამერების დამონტაჟების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 

“გარკვეულ ხაზებზე გატარებული კორექტირების შემდეგ კამერები გადაგვაქვს სხვა ხაზებზე და ეს პროცესი ატარებს პერმანენტულ ხასიათს,”- ამბობს ლიკა ორჯონიკიძე, შპს “თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი. 

 

მისი განმარტებით, მიკროავტობუსში ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზანია მგზავრთა რეალური ნაკადის დადგენა და საგზურის ადეკვატური ღირებულების დაწესება.

 

ვიდეო-სათვალთავლო კამერა მიკროავტობუსში, მძღოლის ადგილსა და კარს შორის არის დამონტაჟებული. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი