
“მიმდინარე რაუნდზე ჩვენ განვიხილავთ ერთობლივ განცხადებას. ამას მიეძღვნება შეხვედრა. განვიხილავთ ყველა “დადებითს” და “უარყოფითს”. თუ ყველაფერი კარგად იქნება, მას უკვე შემდეგ სესიაზე მივიღებთ – 17–18 დეკემბერს”, – განაცხადა ჩირიკბამამ, რია ნოვოსტის ინფორმაციით.
მისივე თქმით, ეს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სოხუმისა და თბილისის ურთიერთობებში.
“ჩვენი მიზანია, რომ ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, სხვა სიტყვებით – სამშვიდობო ხელშეკრულებას. ჯერ ჩვენ ამ მიზნამდე შორს ვართ, მაგრამ თუკი ის შეთანხმება, რომელიც ახლა განიხილება, დამტკიცდება- ეს აჩვენებს, რომ მხარეებს მოლაპარაკებების სურვილი აქვთ”, – განაცხადა ჩირიკბამ.




