შსს–ს სტატისტიკური მონაცემებით 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 7112 ერთეულით იკლო, რაც 22,7%-ს შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 40,6%-ით მოიმატა და 59,1% -ია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ოქტომბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, რეგიონების მიხედვით. უწყების მტკიცებით, 2013 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის კლება 1004 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 27,6%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64,5%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,3 %-ით მოიმატა.
რეგიონების მიხედვით, აღნიშნულ სტატისტიკას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.