“საბედნიეროდ, აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე, მყისიერი რეაგირება მოახდინა როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ, ასევე, საქართველოს საპატრიარქომ. შედეგად მიღებულია სამშენებლო სამუშაოების წარმოების შეჩერების, ამოყვანილი კედლების დაშლის გადაწყვეტილება და შემდგომში შესაბამისი, ახალი ადგილის მოძიება მშენებარე ნაგებობის გადასატანად და დასასრულებლად”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ისინი ქართული ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში ერთობლივი და შეჯერებული გადაწყვეტილებების მისაღებად აქტიურად თანაშრომლობენ საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის საბჭოსთან:
“საქართველოს საპატრიარქო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცნობიერებენ ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით უფრო ეფექტური თანამშრომლობის აუცილებლობას, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩო-შეთანხმებით იქნება გამყარებული”, – აცხადებენ სააგენტოში.
სააგენტოს ცნობით, “აღნიშნული პროექტის მიზანია „ინსტიტუციონალური ღონისძიებების განხორციელების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა და საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის მართვის მოქნილი სისტემის დანერგვა“, რაც ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებითა და ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ძეგლთა დაცვის სფეროში ქვეყნისთვის მისაღები თანამშრომლობის მოდელის შემუშავების უნიკალურ შესაძლებლობას მოგვცემს.”