ახალი ამბები

სააკაშვილი: წარმოიქმნა მიშას თაობა

5 ნოემბერი, 2013 •
სააკაშვილი: წარმოიქმნა მიშას თაობა

მან გასული 9 წელი მიმოიხილა და საქართველს მოსახლეობას მისთვის მიცემული მანდატის გამო მადლობა გადაუხადა.

 

“უზომოდ მადლიერი ვარ ჩვენი ხალხის. თითქმის 9 წელი ჩვენ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ საქართველო შეგვეცვალა. ჩვენ არა მხოლოდ საქართველო შევცვალეთ, არამედ შევცვალეთ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე და ის აღარასოდეს იქნება ძველებური”, – განაცხადა პრეზიდენტმა და ქვეყანაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

“ჩვენ გავხდით ისევ მებრძოლი ერი. 200 წლის განმავლობაში რუსეთს მგლების ერიდან ცხვრის ჯიში გამოჰყავდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გამოიყვანა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე ძალიან მადლიერი ვარ ჩვენი ხალხის, ვინც წამოგვყვა ამ ბრძოლაში, ჩვენი ერის და ყოველთვის ვიქნები მათი თაყვანისმცემელი.  ამავე დროს, წარმოიქმნა მიშას თაობა, მიშას დროინდელი თაობა ჩვენი თანამემამულეების, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების: მიშას დროინდელი ეთნიკური ქართველები, მიშას დროინდელი ეთნიკური აზერბაიჯანელები, მიშას დროინდელი ეთნიკური სომხები, მიშას დროინდელი ეთნიკური ოსები და სხვა ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც საქართველოს სისხლი და ხორცია, მიშას დროინდელი ქართული ემიგრაცია, რომელიც დავიბრუნეთ მრავალი საუკუნის შემდეგ, ფერეიდნელები, თურქეთში მცხოვრები ქართველები და ამ ხალხის შენარჩუნება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი