თბილისში უცხოელები პაციენტს დაეხმარნენ, ექიმების ქმედებებზე მოკლევა დაიწყო

“ფეისბუკში” გავრცელდა ვიდეო, სადაც თბილისის ერთ-ერთ უბანში, ე.წ. ქუჩის მისამართზე სასწრაფო გამოიძახეს და უცხოელები დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებიან.

გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ცუდად მყოფი მოქალაქე სკამზე ზის და უცხოელს ეყრდნობა. ვიდეოში ჩანს, რომ უცხოელები ჟესტებით ცდილობენ ახლად მოსულ სასწრაფოს ექიმებს გააგებინონ, თუ რა სჭირს პაციენტს.

ვიდეოში ისმის სასწრაფოს ექიმის ნათვქამი, რომ პაციენტი იცნო, მას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანდნენ. პაციენტი უცხოელებმა ხელში აიყვანეს და სასწრაფოს მანქანაში ჩასვეს.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აცხადებს, რომ ე.წ. ქუჩის მისამართზე, ამ კონკრეტულ ფაქტზე, მისული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი ბრიგადის ექიმების ქმედებებზე დაწყებულია მოკვლევა და შესაბამისი სამსახური სწავლობს ექიმების ქმედებების მართლზომიერებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com