“მთელი ეს დღეები არის საშინელი კამათი, თუ რა უნდა იყოს პრეზიდენტის სასახლეში. ეს პრეზიდენტის სასახლეა და არა მიშას სასახლე, რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ მიშას ვართმევთ და ხალხს ვუბრუნებთო, თუ მდიდარს ვართმევთ და ღარიბს ვართმევთო. მე არც მდიდარი ვარ და ხალხს როგორ უბრუნებენ, რა იქნება შიგნით, თაღლაურა იქნება ზუსტად თუ ხინკალი Palace? ეს რაღაც დაწესებულება უნდა იყოს, ხომ? როგორ წარმოუდგენიათ მათ ხალხისადმი დაბრუნება? საქართველოს მრვალი საუკუნეა არ ჰქონია სასახლე, რადგან დამპყრობელს არ უნდოდა ეს. ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა. ეს შენობა მხოლოდ პრეზიდენტის სასახლე უნდა იყოს – სხვა არაფერი, რადგან ასეა აშენებული და ის არ ყოფილა მორგებული მიშაზე. ის საუკუნეების განმავლობაში უნდა დარჩენილიყო…”, – განაცხადა პრეზიდენტმა ყვარელში, სტუდენტებთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, ეს სასახლე საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერ დაიტევს, ხოლო უნივერსიტეტისთვის საერთოდ გამოუსადეგარია. სააკაშვილის განცხადებით, კარგი იქნებოდა, რომ მთავრობის წარმომადგენლები ერთხელ მაინც მისულიყვნენ და იგი სასახლეს დაათვალიერებინებდა.
“ეს კამათი და ამ თემაზე მეტი ფოკუსირება აზრს მოკლებულია”, – განაცხადა სააკაშვილმა.