ახალი ამბები

აამუშავე აგარა!- მსვლელობაში მონაწილეები ღამეს სოფელ ბერბუკთან გაათევენ

19 აპრილი, 2018 •
აამუშავე აგარა!- მსვლელობაში მონაწილეები ღამეს სოფელ ბერბუკთან გაათევენ

აამუშავე აგარა! – ამ ლოზუნგით “აგარის შაქრის” თანამშრომლები, რომლებიც თბილისისკენ მსვლელობით მოდიან, ღამეს სოფელ ბერბუკთან გაათევენ.

ხვალ კი ისევ თბილისისკენ განაგრძობენ მსვლელობას.  ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს სოფლის მეურნეობის მსუბუქი კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ განუცხადა. მისი თქმით, აქციის მონაწილეთა  ნაწილს ღამის გათევა ღია ცის ქვეშ უწევს, თუმცა მათ აქვთ ავტომანქანები და კარვებიც. გიორგი დიასამიძის თქმით, სოფლ ბერმუკთან ღამეს დაახლოებით 50 ადამიანი გაათევს.

“აგარის შაქრის” თანამშრომლები აპირებენ საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან გამართონ. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ აგარის მაცხოვრებლების პრობლემის მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯები გადადგას. “აგარის შაქარის კომპანია” რამდენიმე თვეა გაჩერებულია. ქარხნის მფლობელები აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს. ქარხნის გაჩერების გამო, ქარხნის მუშებმა არაერთი აქცია გამართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი