ახალი ამბები

ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთის ფასი 60 ლარიდან დაიწყება

18 აპრილი, 2018 • 2389
ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთის ფასი 60 ლარიდან დაიწყება

ოსკაროსანი იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთის ფასი 60 ლარიდან დაიწყება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა 20 აპრილს, დილის 9.00 საათიდან დაიწყება და მისი ყიდვა tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი.  ენიო მორიკონეს კონცერტი 19 მაისს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე გაიმართება. უწყების თანახმად, ენიო მორიკონე კონცერტს რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს.

ენიო მორიკონე არაერთი საკულტო ფილმის კომპოზიტორია. მათ შორისაა “კარგი, ცუდი და ბოროტი”, “ერთხელ ამერიკაში”, “დეკამერონი” და სხვა. 2007 წელს მორიკონემ კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის ოსკარი მიიღო, 2016 წელს კი კვენტინ ტარანტინოს ფილმის “საძულველი რვა” დაწერილი კომპოზიციისთვის მიიღო ოსკარი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი