ახალი ამბები

ანონსი – 19 აპრილი

18 აპრილი, 2018 • 1487
ანონსი – 19 აპრილი

10:00 პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, დარბაზი N304.

11:00  პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, დარბაზი N303.

 11:00 საქართველოს ბანკის სათავო ოფისში გაიმართება საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, მიხეილ გომართელის პრესკონფერენცია ახალ საბანკო პროდუქტთან დაკავშირებით. პრესკონფერენციას დაესწრება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. მის: გაგარინის 29 ა, შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან.

12:00 პარლამენტში პლენარული სხდომა სხდომა გაიმართება. მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.

15:00 ჯანდაცვის სამინისტროში, სოციალური პარტნიორობის  სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ კომისიის წევრები: მთავრობის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციების წარმომადგენლები. მის: წერეთლის გამზ. #144 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი