ახალი ამბები

პრეზიდენტი გამარტივებული წესით მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას

5 ნოემბერი, 2013 •
პრეზიდენტი გამარტივებული წესით მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას

“ამ ადამიანებს შორის არიან ისეთები, რომლებიც არასდროს ყოფილან საქართველოს მოქალაქეები და ახლა სურთ მოქალაქეობის მიღება; არიან ისეთებიც, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა იმის გამო დაკარგეს, რომ მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ამას გარდა, საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურთ უცხოელ ბიზნესმენებს, რომლებიც დიდი ხანია საქმიანობენ საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ამპლუაში კიდევ უფრო აქტიურად აპირებენ მუშაობის გაგრძელებას და იმ უცხოელ ბიზნესმენებს, რომლებიც ახლა აპირებენ ინვესტიციების ჩადებას.

 

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ამ ხალხს გამარტივებული წესით მივანიჭოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა, რათა ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად ინტეგრირებული იყოს გარე სამყაროსთან”, – ნათქვამია პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

 

საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და განაცხადები შემიტანონ ყოველ სამუშაო დღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი