ახალი ამბები

სუბარი: როცა სააკაშვილისნაირი პრეზიდენტი გყავს, შეზღუდვების დაწესება აუცილებელია

5 ნოემბერი, 2013 •
სუბარი: როცა სააკაშვილისნაირი პრეზიდენტი გყავს, შეზღუდვების დაწესება აუცილებელია

პრეზიდენტი არის ქვეყანაში მოქმედი კონსტიტუციის გარანტი და როცა ასეთი ფიგურა გყავს, არ უნდა დაუწესო განსაკუთრებული შეზღუდვები, მაგრამ სააკაშვილმა გვაჩვენა, რომ როცა ასეთი პრეზიდენტი გყავს, აუცილებელია შეზღუდვების დაწესება. მან ადეიშვილის ძმა ისე შეიწყალა, რომ ერთი დღე არ მჯდარა ციხეში, 25–ზე მეტი ნარკორეალიზატორი შეიწყალა და იქიდან ზოგიერთი უკვე იყო შეწყალებული იგივე სასჯელზე.

მე არ ვამბობ, რომ რაღაც მუხლები უნდა არსებობდეს, რომელსაც შეწყალება საერთოდ არ უნდა შეეხოს. შეიძლება იყოს ძალიან მძიმე მუხლი, მაგრამ შეეხოს შეწყალება გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე, ხდება ადამიანის ტრანსფორმაცია, მაგრამ როცა სიას აწერ ხელს და ამ სიაში არიან ადამიანები, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი, ძალიან ძნელია იფიქრო, რომ მათ განიცადეს ტრანსფორმაცია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა საინფორმაციო სააგენტო “პირველის” პრესკლუბში სტუმრობისას.

 

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

მასალების გადაბეჭდვის წესი