ახალი ამბები

ევროპული სტანდარტის ავტობუსები თბილისში

5 ნოემბერი, 2013 •
ევროპული სტანდარტის ავტობუსები თბილისში

სატენდერო პირობების შესაბამისად, ახალ ავტობუსში არანაკლებ 85 მგზავრის ადგილი იქნება, აქედან 30 (± 5 ადგილი) დასაჯდომი. გარდა ამისა, ტენდერით გათვალისწინებული აუცილებელი პირობაა, ახალ ავტობუსებში იყოს სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის.


დედაქალაქის მერიის მიერ დადგენილი პირობებით, ავტობუსს მარჯვენა მხრიდან უნდა გააჩნდეს 3 ასასვლელი. შუა კარები აღჭურვილი უნდა იყოს მექანიკურად გადმოსაშლელი დაფით, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად.


ამასთან, ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული. ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული გათბობა, კონდინცირება და ვენტილაცია.


როგორც სატენდერო პირობებში წერია, ავტობუსების მიწოდება გამარჯვებული კომპანიის მიერ ეტაპობრივად განხორციელდება არაუგვიანეს 2014 წლის 30 აგვისტოსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი