ახალი ამბები

დავით ნარმანია ფიქრობს, რომ მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს: “ჩავარდნები არ გვქონია”

5 ნოემბერი, 2013 •
დავით ნარმანია ფიქრობს, რომ მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს: “ჩავარდნები არ გვქონია”

“მე ველოდები, რომ გავაგრძელებ საქმიანობას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სამინისტროს სისტემაში ჩავარდნები არ გვქონია და ძალიან ბევრი პროგრესული რამ განვახორციელეთ. ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ალბათ გავაგრძელებ საქმიანობას”, – განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე მის შემცვლელად დაასახელა, ჯერ ამ საკითხზე კონსულტაციები არ ჰქონია.

 

“კონსულტაციები და კომუნიკაცია ამ საკითხზე ჯერ არ ყოფილა. ჯერ სულ რადმენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც პრემიერობის ახალი კანდიდატი დასახელდა. მას აქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ დაჯდეს, გაანალიზოს ყველაფერი, გაიაროს ინდივიდუალური კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოყალიბდება ყველაფერი”, – აღნიშნა ნარმანიამ.

დავით ნარმანია
დავით ნარმანია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი