ახალი ამბები

ფესტივალზე ფოთში რუსული დროშის დაწვის გამო ყველა ქვეყნის დროშა მოხსნეს

5 ნოემბერი, 2013 • • 1353
ფესტივალზე ფოთში რუსული დროშის დაწვის გამო ყველა ქვეყნის დროშა მოხსნეს

ფესტივალის ფარგლებში გამოფენილი რუსეთის დროშა ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, გუშინ, 4 ნოემბერს დაწვეს. 


დარეჯან ცხვიტარია, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი აცხადებს, რომ რუსეთის დროშა ფოთში არ უნდა ფრიალებდეს. 

 

“ოკუპანტის დროშა ააფრიალეს სამარცხვინოდ ჩვენს ქალაქში, რომელმაც 2008 წელს ქალაქი დაბომბა, უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი გამოიწვია, საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და მცოცავი მავთულხლართებით იპყრობს ჩვენს ქვეყანას,” -ამბობს ცხვიტარია. 

 

ფესტვალის ორგანიზატორის, დარეჯან გეფერაძის თქმით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები პოლიტიკოსები არ არიან.


“ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, პირიქით, ჩვენ შეგვიძლია შევკრათ, შევარიგოთ ხალხი და მშვიდობა დავამყაროთ ამ ქვეყენაზე, ოღონდ გვაცალონ ეს პოლიტიკოსებმა.”

 

ფოთის მერის, დავით სარსანიას განმარტებით, თვითმმართველობის როლი ფესტვალზე მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებში ჩარევაა.

 

“ვინაიდან ასეთი ხმაური და აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ფაქტმა, თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა დროშა ჩამოვხსნათ.”  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი