ახალი ამბები

ცვლილებები “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთვსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონში

1 ნოემბერი, 2013 • • 991
ცვლილებები “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთვსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონში

წარმოდგენილი კანონპროექტის თანაახმად, “თანამდებობის პირებად” განისაზღვრებიან აგრეთვე საქართველოს სამინისტროს სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ასევე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირისა და იმ სამეწარმეო იურიდიული პირის ხელმძღვანელი, რომლის აქციათა, ან წილის 100%-ს ფლობს სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. კანონპროექტითვე განისაზღვრება აღნიშნული პირების დეკლარაციის წარდგენის ვადა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი