ახალი ამბები

ბერიკაშვილი: ინაუგურაცია სპექტაკლი არ არის, რომ ერთმა რეჟისორმა დადგას

1 ნოემბერი, 2013 •
ბერიკაშვილი: ინაუგურაცია სპექტაკლი არ არის, რომ ერთმა რეჟისორმა დადგას

“ეს არ არის სპექტაკლი, როდესაც დგამს ერთი რეჟისორი. არის დიდი კომისია შექმნილი. ჩვენ ვთათბირობთ, როგორი სახის იქნება ინაუგურაცია და ალბათ ორშაბათისთვის ვიქნებით ჩამოყალიბებული, რომ ამ შეკითხვაზე გაგცეთ პასუხი. 

 

მანანა ბერიკაშვილი
მანანა ბერიკაშვილი

რეჟისორი არ ჰყავს. ჩვენ ყველას დანაწილებული გვაქვს ჩვენ-ჩვენი ფუნქციები და არ იდგმება განსაკუთრებული სპექტაკლი. ჩვენ ვეცდებით, რომ სახელმწიფოში ჩავატაროთ ინაუგურაცია, როგორიც შეეფერება ჩვენს სახელმწიფოს და ახალ პრეზიდენტს. 

 

მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ჩართულია ამ ღონისძიების განხორციელებაში. მიხეილ სააკაშვილის დროს ალბათ იყო ცნობილი, რომ რომელიღაც ერთი რეჟისორი დგამდა. ამ შემთხვევაში, მე გპასუხობთ, მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც მუშაობს ინაუგურაციის თემაზე. 

 

მე პროფესიით გახლავართ რეჟისორი. თუ ჩემი პროფესიული საქმიანობა იქნება საჭირო, ჩავერევი კიდეც,” – განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა. 

 

საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 17 ნოემბერს  გაიმართება. 


2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის რეჟიროსი ავთანდილ ვარსიმაშვილი იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი