“არჩევნებმა დაადასტურა, რომ დღეს საქართველოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უმთავრესი ოპოზიციური პარტიაა. ელჩი და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე შეთანხმდნენ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ძლიერ ორპარტიულ თანამშრომლობას პარლამენტის შიგნით, აგრეთვე, მთავრობასთან იმ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.
ორშაბათს, 28 ოქტომბერს, ელჩი ნორლანდი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა და არჩევნების მშვიდობიანად დასრულება მიულოცა. ელჩმა ნორლანდმა აღნიშნა ის წინსვლა, რომელსაც საქართველომ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობისას ბევრი მიმართულებით მიაღწია. პრეზიდენტმა და ელჩმა გარდამავალ პოლიტიკურ პერიოდზეც ისაუბრეს”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც აშშ–ის საელჩო ავრცელებს.