ახალი ამბები

ილია მეორემ ფონდს „გაამწვანე საქართველო“ უკვე 50 ათასი აშშ დოლარი შეწირა

31 ოქტომბერი, 2013 •
ილია მეორემ ფონდს „გაამწვანე საქართველო“ უკვე 50 ათასი აშშ დოლარი შეწირა

საერთაშორისო ფონდის „გაამწვანე საქართველო“ პრეზენტაცია ხვალ, 1 ნოემბერს წინანდალში გაიმართება, რომლის დროსაც პატრიარქი ფონდის თავმჯდომარის მოადგილის ვინაობასაც დაასახელებს.

 

ფონდი „გაამწვანე საქართველო“ ქვეყანაში ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრას და ტყე-პარკების შექმნას ისახავს მიზნად. პროექტს მეთვალყურეობას ეროვნული სატყეო სააგენტო გაუწევს.

 

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ნერგების დარგვაში მონაწილეობას მოსწავლეები მიიღებენ და ყოველ დარგულ ხეზე მათ 50 თეთრს გადაუხდიან.

 

“ცერემონიალის დასრულების შემდეგ, კათოლოკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით,   „სილქროუდ ჯგუფისა“ და „წინანდლის სახლმუზეუმის“ თანადგომით,  გერმანელი პიანისტის, ალისა სარა ოტის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. კონცერტზე მოცარტის, ბრამსის და მუსორგსკის ნაწარმოებები შესრულდება,”- წერია  ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი