ახალი ამბები

“ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის იუბილის ფარგლებში სინაგოგების აღდგენა იგეგმება”

31 ოქტომბერი, 2013 •
“ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობის იუბილის ფარგლებში სინაგოგების აღდგენა იგეგმება”

ფანჯიკიძის განცხადებით, საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას, ეკონომიკურ კავშირებსა და კულტურის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს.

 

“ისრაელის სახელმწიფო თბილისში თავის რეგიონალურ ამბასადორიალს ატარებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ ღონისძიების ფარგლებში არის ჩამოსული ზეევ ელკინი, რომელთანაც ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს.  პრემიერის ისრაელში ვიზიტის დროს შეგვპირდა იგი, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა და ეს დანაპირები ახლა შეასრულა. ჩვენ გვქონდა შეხვედრა. ისრაელი არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა. ამ შეხვედრაზე ჩვენ ვილაპარაკეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ასევე, კულტურულზე. ვისაუბრეთ იმაზე, რომ 2014 წელი არის გამოცხადებული ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილედ და ამ წელიწადს ჩვენ ჩავატარებთ მრავალ ერთობლივ ღონისძიებას. მოხდება სინაგოგების აღდგენა, სასაფლაოების აღდგენა, მუზეუმის აღდგენა და ასე შემდგ”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი