ამის შესახებ კომენტარი მედიასთან ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთა, სადაც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხვდება.
“უკვე გამოვაქვეყნეთ იმ ქვეყნების სია, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით მოწვევას. ეს არის ევროკავშირის, ნატოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები ქვეყნები. ასევე ის ქვეყნები, რომლებიც არ შედიან ამ გაერთიანებებში, მაგრამ აქვთ თბილისში საელჩოები, მათ რიცხვში კი რუსეთი არ შედის,”- განაცხადა ფანჯიკიძემ.