“სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა სახელმწიფო დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდება.
არჩეულმა პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და ისრაელს შორის ტურიზმის, ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს. საუბრის დასასრულს საქარველოს არჩეულმა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან ისრაელში მიწვევა მიიღო, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა და მზაობა გამოთქვა აღნიშნული ვიზიტი უახლოეს მომავალში შედგეს”, – ნათქვამია მარგველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.