ახალი ამბები

კალაძე: არასდროს გვითქვამს, რომ საწვავის ფასიდან ნაცმოძრაობას 1 ლარი მიჰქონდა

30 ოქტომბერი, 2013 •
კალაძე: არასდროს გვითქვამს, რომ საწვავის ფასიდან ნაცმოძრაობას 1 ლარი მიჰქონდა

კახი კალაძე
კახი კალაძე

როგორც კალაძემ გადაცემა “დიდ პოლიტიკაში” განაცხადა, გამორიცხული არ არის, ამ ფაქტმა საქართველოს ბაზარზე იქონიოს გავლენა და საწვავის ფასის გაიაფება გამოიწვიოს.

 

“რაც შეეხება საწვავის ფასს, ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ, თუ რა ფასები იყო [2012 წლის 1 ოქტომბრის] არჩევნებამდე საწვავზე და რა ფასებია დღეს. მე არ ვამბობ, რომ ფასმა 40–50 თეთრით დაიკლო, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც იყო, 10–15 თეთრით, თუ მეტით არა, დაწეულია საწვავზე ფასები. ტენდენცია, რომელიც ზრდისკენ იყო მიმართული, შეჩერებულია. ვმუშაობთ იმაზე, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კორიდორი გახსნილი იყოს თურქმენეთიდან მომავალი ნავთობპროდუქტებისთვის. მალე მოხდება ეს შეთანხმება და ჩვენს ბაზარზე გავლენას იქონიებს”, – განაცხადა კალაძემ.

 

გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითვაზე, სად წავიდა ის 1 ლარი, რომელსაც, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მტკიცებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იდებნდნენ ჯიბეში 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, კალაძემ უპასუხა, რომ “ოცნების” ლიდერებს ასეთი რამ არასდროს უთქვამთ:

 

“ჩვენი მხრიდან არასდროს ყოფილა განცხადება იმის თაობაზე, რომ 1 ლარი მიაქვს ნაცმოძრაობას. აქ იყო საუბარი 5 თეთრზე, თუმცა ამას სჭირდება გამოძიება და მტკიცბეულებები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი