ინიცირებული დოკუმენტის მიხედვით, “წინასარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ჩვენებაზე დასწრება, შეთავაზება, გავრცელება, გადაცემა, რეკლამირება, ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა – ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებული სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.
კანონპროექტების ავტორები განმარტავენ, რომ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები არის ნებისმიერი მეთოდით შექმნილი ვიზუალური ან აუდიოვიზუალური მასალა, ასევე, დადგუმლი წარმოდგენა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებებით წარმოდგენილია არასრულწლოვნის, ან არასრულწლოვნის გამოსახულების მქონე პირის მონაწილეობა ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ სექსუალურ სცენებში, ან სადაც ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალიური ორგანოები მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით.
“პორნოგრაფიულად არ ჩაითვლება ნაწარმოები, რომელსაც გააჩნია სამედიცინო, სამეცნიერო- საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება”.
კანონპროექტის მიხედვით, კოდექსს უნდა დაემატოს ახალი 255/2 მუხლი – არასრულწლოვნისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისთვის:
“სრულწლოვნის მიერ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის შეხვედრის შეთავაზება, მის მიმართ ამ კოდექსის 140–ე მუხლის ან 255–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით, როდესაც შეთავაზებას მოჰყვა ასეთი შეხვედრის გამართვისკენ მიმართული ქმედებები, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან წამ წლამდე”.
კანონპროექტის ავტორის იუსტიციის სამინისტროა.




