ახალი ამბები

რეჟისორი მილოშ ფორმანი გარდაიცვალა

14 აპრილი, 2018 • 2769
რეჟისორი მილოშ ფორმანი გარდაიცვალა

ოსკაროსანი რეჟისორი მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ “Reuters”  ჩეხური მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

რეჟისორის ცოლის განცხადებით, ფორმანი მცირეხნიანი ავადმყოფობის შემდეგ, პარასკევს, აშშ-ში, ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ფორმანი 1932 წელს ჩეხეთში დაიბადა, თუმცა 1968 წელს, “პრაღის გაზაფხულის” შემდეგ, ქვეყანა დატოვა და აშშ-ში გადავიდა, რომლის მოქალაქე 1970 წელს გახდა.

მისმა ფილმებმა, “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” და “ამადეუსი”, ჯამში, 13 ოსკარი მიიღო. ორივე ფილმმა ფორმანს აკადემიის საუკეთესო რეჟისორის ჯილდოც მოუტანა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი