აღსანიშნავია, რომ ინტერპოლის ვებგვერდზე ჩოკუტაევი, როგორც ძებნილი, მოხსენიებული არ არის. როგორც “ნეტგაზეთს” შსს–ში განუცხადეს, ინტერპოლის ვებგვერდზე გარკვეული მასალები დახურულია და შესაძლოა, ამიტომ ზოგიერთი მონაცემი არ მოიძებნოს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების საქმეზე გამოვლენილია პირი, რომელმაც ეს ვიდეომასალა დაამზადა და გაავრცელა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ეს არის 24 წლის სამარ ჩოკუტაევი, ყირგიზეთის მოქალაქე, რომელიც სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.