ახალი ამბები

სახელმწიფო ჯილდოების შეძენისათვის პრეზიდენტის ფონდიდან ერთ წელიწადში 205 225 ლარი დაიხარჯა

30 ოქტომბერი, 2013 •
სახელმწიფო ჯილდოების შეძენისათვის პრეზიდენტის ფონდიდან ერთ წელიწადში 205 225 ლარი დაიხარჯა

აღსანიშნავია, რომ წმინდა გიორგი სახელობის გამარჯვების ორდენის (20 ცალი) შეძენისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით პრეზიდენტის ფონდიდან დამატებით კიდევ 61 388 ლარი დაიხარჯა. ორივე შემთხვევაში ორდენების დამზადების შეკვეთა კომპანია “ზარაფხანამ” მიიღო.

 

გასული ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა სხვადასხვა სახის სახელმწიფო ჯილდოებით რამდენიმე ათეული ადამიანი დააჯილდოვა, მათ შორის- ანდრეი ილარიონოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დავით ტყეშელაშვილი, ქუთაისის აეროპორტის არქიტექტორები და მშენებლობაში მონაწილე პირები, 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების დედები, ჯარისკაცები, სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ჯარისკაცები, ბილ კლინტონი, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, გელა ჩარკვიანი, ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაზე მომუშავე არქიტექტორები, ამერიკელი პროფესორი თომას ბურგენტალი, რომელიც სააკაშვილს ასწავლიდა, შოთა მალაშხია. პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებული პირების ჩამონათვალი სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი