საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, დავით ტყეშელაშვილს მანჩესტერის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლაში სწავლისთვის ბიუჯეტიდან ჩაერიცხა 24 592 ლარი.

ტყეშელაშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა 2013 წლის აპრილამდე ეკავა, რის შემდეგაც ის აშშ-ში გაემგზავრა და დღემდე იქ იმყოფება.
თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია ტყეშელაშვილმა ბოლოს 2013 წლის მაისში შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, მას აქვს ორი სახლი თბილისში და მიწის ნაკვეთები სოფელ ხვანჭკარაში. ამავე დეკლარაციის შესაბამისად, ტყეშელაშვილს წინა წელს მიღებული აქვს 60 180 ლარი ანაზღაურების სახით.







