ახალი ამბები

ბრიტანეთის მინისტრი: იმედია საქართველოს მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობას შეძლებენ

30 ოქტომბერი, 2013 •
ბრიტანეთის მინისტრი: იმედია საქართველოს მთავრობა და ოპოზიცია ერთად მუშაობას შეძლებენ

 “27 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. მე მივესალმები ეუთოსა და ODIHR–ის 28 ოქტომბრის შუალედურ დასკვნას და ვიზიარებ მის პოზიტიურ შეფასებებს. მე ვულოცავ “ქართული ოცნების” კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს გამარჯვებას. ასევე, მივესალმები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებებს და ვიმედოვნებ, რომ ყველა პოლიტიკური მხარე, მთავრობაც და ოპოზიციაც, შეძლებენ ერთად კონსტრუქციულ მუშაობას საქართველოსა და მისი ხალხის საკეთილდღეოდ. 

 

რადგანაც საქართველო აგრძელებს თავის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, პოლიტიკური სტაბილურობა ახლა მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს. გაერთიანებული სამეფო მიესალმება გასული რვა წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს და  გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული მომავლისადმი მხარდაჭერას”, – განაცხადა მინისტრმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი