ახალი ამბები

ილია II ივანიშვილს: ქვეყანა იმედით შეჰყურებს მომავალს და ამ იმედს ძირითადად თქვენზე ამყარებს

30 ოქტომბერი, 2013 • • 1503
ილია II ივანიშვილს: ქვეყანა იმედით შეჰყურებს მომავალს და ამ იმედს ძირითადად თქვენზე ამყარებს

“მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს”, – ასეა მითითებული პატრიარქის მილოცვის წერილებში ადრესატები.

“საქართველოს პრეზიდენტად ბატონი გიორგი მარგველაშვილის არჩევა თქვენი წარდგინებით მოხდა, ამიტომ პირადად გილოცავთ მის დამაჯერებელ გამარჯვებას.

ქვეყანამ მეტად რთული 20 წელი განვლო, ქვეყანა იმედით შეჰყურებს მომავალს და ამ იმედს ძირითადად თქვენზე ამყარებს. რა თქმა უნდა, ეს დიდი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც.

ღმერთმა მოგცეთ ძალა წარმატებული, ღვთისმოყვარული,  განათლებული, სამართლიანი, მშვიდონიანი ქვეყნის აღმშენებლობისა.

უფალი იყოს სრულიად საქართველოს და თქვენი შემწე”, – წერს ილია მეორე ბიძინა ივანიშვილისადმი გაგზავნილ წერილში.

გიორგი მარგველაშვილისადმი გაგზვნილ წერილში კი ილია მეორე წერს:


“საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას.

ხალხი იმედით გიყურებთ და შევთხოვ ღმერთს, მოგცეთ ძალა ამ მოლოდინის გამართლებისა.

საქართველოს ახალ სივრცეში უწევს ადგილის დამკვიდრება, რაც რთული პროცესია. ვიმედოვნებთ, შეძლებთ უპასუხოთ დროის გამოწვევებს და ამასთან, დაიცვათ ქვეყნის უმთავრესი ღირებულებები.

წყალობა ღვთისა არ მოგკლებოდეთ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისა, რათა ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი