“ინაუგურაციისთვის საჭირო გახდება სახსრების გამოყოფა. უნდა შეიქმნას საორგანიზაციო კომისია. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ პრეზიდენტის ფონდში ფული აღარ არის, სახსრების გამოყოფა მთავრობის ფონდიდან მოგვიწევს”, – განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ფონდიდან მოხდა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების სწავლისა და სოციალური დახმარებების დაფინანსება, თუმცა მინისტრს არ დაუსახელებია ამის კონკრეტული მაგალითები.