ახალი ამბები

ანონსი: 13 აპრილი

12 აპრილი, 2018 • 2236
ანონსი: 13 აპრილი
10:30 “საქართველოს სინფონიეტას” ოფისში (სანაპიროს ქ. #4, შენობა 2, სართული 8) გაიმართება Check in Georgia-ს და “საქართველოს სინფონიეტას” პროექტის პრესკონფერენცია.
პრესკონფერენციას დაესწრებიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი ჩოგოვაძე, “საქართველოს სინფონიეტას” სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ქერელაშვილი და გერმანელი დირიჟორი – კრისტოფ მაიერი.

10.30 ტექნოპარკში (ოქროყანა, ინოვაციების ქ.1),რომელსაც საქართველოს პარლამენტის,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  GIZ-ის, გერმანიის საელჩოს, დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების, აკადემიური წრის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრებიან. ღონისძიებას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისმოადგილე ირმა ქავთარაძე.


11:00 ევროკავშირის პროექტის – „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ – ფარგლებშიდაგეგმილი ღონისძიება „საპარლამენტო ზედამხედველობა საქართველოში: გეგმა და პერსპექტივები“.

თბილისი, თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)


11:00 თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დედაენის ბაღში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნობა.


11:00 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას შეხვედრა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრისმოადგილესთან, შეიხ აბდულა ბინ აჰმედ ალ-ხალიფასთან

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N420


11:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას შეხვედრა რეგიონულიგანვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)


11:00 საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავანოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი და თეატრის დირექტორი თამარ ლორთქიფანიძე გაუძღვებიან.


12:00 საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში განხორციელებულ მასშტაბურ სამუშაოებს  დაათვალიერებენ, ასევე შეხვედრას გამართავენ სტუდენტებთან და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან.


12:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავს

თბილისი, სასტუმროიოტა“ (მისამართილერმონტოვის N10)


12:00 დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)


12:00 ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გაიმართება საჯარო შეხვედრა ბოლნისის რაიონის მოსახლეობასთან

მისამართი: სულხანსაბას . №108 (ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა)


12:30 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, კულტურისა და სპორტის მინისტრთან,მიხეილ გიორგაძესთან და კომიტეტის წევრებთან ერთად, სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში ვიზიტების კვირეულისფარგლებში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსადა სტუდენტებს შეხვდებიან და უნივერსიტეტის განახლებულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი N19)


14;00 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის  თავმჯდომარის, მარიამ ჯაშისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარის, ოთარ დანელიას  შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხუნწის საჯარო სკოლისმასწავლებლებთან და მოსწავლეებთან

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238


14:00 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


15:00 კონფერენცია სახელწოდებით „უსაფრთხო სკოლა“  გაიმართება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერებისმინისტრი მიხეილ ჩხენკელი გახსნის. კონფერენციაზე მთავრობის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სასკოლო საზოგადოება ძალადობისაგან თავისუფალი და უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზეისაუბრებენ.

ადგილი:  სასტუმრო თბილისი მარიოტი

მისამართი: რუსთაველი 13


16:00 ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქ. მარნეულში გაიმართება საჯარო შეხვედრა რაიონისმოსახლეობასთან

მისამართი: გიორგაძის . №1 (მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი)


17:00 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძისა და ფრაქციის წევრების სამუშაო შეხვედრააღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, სახალხო დამცველის ოფისისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებთანსისხლის სამართლის სფეროში

თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)


19:00 ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში სტრატს აიღებს პირველი Fuckup Nights – ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს. მოისმენთ ბიზნესის ისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, გაიგებთ პარტნიორული ურთიერთობების შესახებ, რომელიც კრახით დასრულდა, აღმოაჩენთ პროდუქტს, რომელიც ჩაფლავდა. თვეში ერთხელ, მსოფლიოს 250 ქალაქში, 4 წარმატებული ადამიანი საკუთარ პროფესიულ Fuckup-ს ფართო აუდიტორიას უზიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი